„როდესაც ჯეი დი ვენსი დათანხმდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას, მას კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა მოვლენების ისეთი განვითარება, რაც მოხდა 2025-2026 წლებში“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„ახალგაზრდა, პერსპექტიული პოლიტიკოსისა და, მოდით პირდაპირ ვთქვათ, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი კანდიდატის – ჯეი დი ვენსის ინტერესებში ნამდვილად არ შედის ის, რაც ახლა ხდება. გარდა ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით 2026 წლის ბოლომდე და 2027 წლებში ტრამპი კიდევ სად დაამყარებს თავის „მშვიდობას“, მაგრამ თუ დი ვენსმა 2028 წლამდე მიაღწია და გადააგორა ეს კოშმარული მოცემულობა, მას აუცილებლად მოსთხოვს პასუხს ამომრჩეველი იმაზე, რაც ახლა ხდება. აქედან გამომდინარე, იგი ახლა არის ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მისი პოლიტიკური მომავალი ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ირანის კრიზისის განმუხტვის საკითხი და რა გზას აირჩევს იგი -გაემიჯნება ტრამპის ნაბიჯებს, თუ ბოლომდე „ჩაჰყვება“ მას. შემოდგომის კონგრესის არჩევნები რესპუბლიკელების გამარჯვებას ნამდვილად არ მოასწავებს იმ სტატუს-კვოს გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით არსებობს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


