შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს

26

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებულ ვ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფომაციაში.