ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაციის შესახებ: “დღეს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ”

20

„დღეს საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ განთავსებულ მოძველებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა აქვს გაგზავნილი და საინტერესოა, რა პასუხი ექნებათ მათ. ვებგვერდზე ინფორმაციის შეცვლას სჭირდება სულ 30 წამი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის: ქართული მხარის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგარეო უწყება მონაცემებს არ ცვლის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.