ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „TV პირველს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.
„TV პირველის“ “ჟურნალისტებს” მინდა ვკითხო – არ “გიტყდებათ” იმ კანტორაში, ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში გორაობა? კონკრეტულად ამ ტყუილს რომ ავრცელებდით, ზუსტად 12-საათიან ტყუილს, სინდისმა არ შეგაწუხათ? ზოგადად, არ გაწუხებთ ტყუილებით ცხოვრება? ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებენ გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ, ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?“ – წერს ჩიხელიძე.


