“მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორიის თავზე რამდენიმე ფრენის მარშრუტი რომ დაკორექტირდა, ეს ყოფილა თურმე დანაშაული”, – წერს გიორგი გამსახურდია, რომელიც ეხმაურება რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო”.
“ეს რიტორიკა ჰქონდათ დენდროლოგიური პარკის მშენებლობაზე, უფრო ადრე – სამებაზე და თითქმის ყველა ობიექტზე, რაც ბიძინამ ააშენა და სახელმწიფოს აჩუქა. აი, ამ გარეწრებს, რომლებიც ბიძინას აშენებულს თავისად იწერდნენ და მერე ყიდდნენ კიდეც.
მახსოვს აბასთუმანი, ერთი მიგდებული, გასაყიდად გამზადებული დასახლებული პუნქტი იყო “ნაცების” დროს, ახლა კიდევ, ვისაც თვალები აქვს, ავიდეს და ნახოს – დედამიწაზე სამოთხე დახვდებათ….” – წერს გამსახურდია.


