ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს, ამჯერად, ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
“ის როგორ არის…
“Король умер, да здравствует король!”
აკერმანი მოკვდა, გაუმარჯოს ბლაჟევიჩს!
ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად, “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე, იგორ ბლაჟევიჩზე. დავიჯერო, რევოლუციების გურუმ, აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი, რომელიც აქა-იქ იგუგლება, ისიც საქართველოზე, გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? რაღაც არა მგონია. ტყუილად წვალობენ. ამათ მამუკა მდინარაძე, ეტყობა, თვალში ეპატარავებათ. გაიგეთ: ის ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. ასე რომ…” – წერს ნინო ფოჩხუა.


