შალვა პაპუაშვილი: “სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას. ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს”

16

“სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივე ხალხს, არაფერი ახალი არ არის. პეტრე ცაავა ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო, ხომ? ერთიც და მეორეც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი თუ რესპონდენტი“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკას.

„ტელევიზიაში რაც მაშინ ხდებოდა, ახლა გადაიტანეს სოცმედიის არხებზე. არაფერი შეცვლილა, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“ – რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი, ქართული ღირებულება ჰქვია.

ევროპული ღირებულებების დროშით, რომელშიც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ, ცდილობენ, ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არადა, საქმე პირიქით არის: სწორედ ქართული ღირებულებაა ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება. ვინც ქართულ ღირებულებებს სცდება, ის სცდება ევროპულ ღირებულებებსაც.

ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ ნირს არ შეიცვლის „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი თუ აპოლოგეტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.