შალვა პაპუაშვილი: “რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი – დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით”

18

“მათი პოლიტიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი პოლიტიკაა, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებელი; უნდა მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ არა ჩვენი ნაბიჯით. ასე რომ დადიოდა [სხვის ჭკუაზე] „ნაციონალური მოძრაობა“,

როდესაც ხელისუფლებაში იყო, იმიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ასე რომ არ იმოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, იმიტომაც გვაქვს 14-წლიანი მშვიდობა საქართველოში.
თორემ ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი მოიქცევიან პირველივე დღეს – დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღესაც კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, თუკი ვიარსებებდით, როგორც სახელმწიფო.

ასე რომ, მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ისინი არ არიან ქართველი პოლიტიკოსები. უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსები, ხან – ნეპალელი, მაგრამ ვერასდროს ხდებიან ქართველი პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.