ირაკლი კობახიძე: “დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის”

17

“ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.

„დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.