“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში. მეორედ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორუმში. წელსაც მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
„ასევე, ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.


