„ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი შეთანხმება, სავარაუდოდ, არსებით შედეგს ვერ მოიტანს, რადგან რთულად წარმოსადგენია, რომ „ჰეზბოლა“ დათანხმდეს იარაღის დაყრას და მრავალწლიანი კონფრონტაცია ასე მარტივად დასრულდეს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაზა მარიდაშვილმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
„ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებების იმედი ნაკლებად მაქვს. მაგალითად, ამერიკა–ისრაელი–ირანს შორის შეთანხმება უფრო მოსალოდნელად მიმაჩნია, ვიდრე ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმება. ეს 10-დღიანი შეთანხმებაც, სავარაუდოდ, არსებით შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ისრაელს საკუთარი მკაფიო მიზნები აქვს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დღესაც განაცხადა, რომ სანამ „ჰეზბოლას“ სრულ განიარაღებას არ მიაღწევენ – იქნება ეს მშვიდობიანი გზით თუ სამხედრო მოქმედებებით – მანამდე არ შეჩერდებიან: არც დაკავებულ ტერიტორიებს დათმობენ და არც საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ.
რთულად წარმოსადგენია, რომ „ჰეზბოლა“ დათანხმდეს იარაღის დაყრას და მრავალწლიანი კონფრონტაცია ასე მარტივად დასრულდეს“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.


