ზაზა მარიდაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე: „პრინციპულად არ აახლებენ ინფორმაციას, რადგან საქართველოში პრეზიდენტის ცვლილების ასახვა მათი მხრიდან საკუთარი მარცხის აღიარებას ნიშნავს“

28

„ყველამ კარგად ვიცით, რომ პრინციპულად არ აახლებენ ინფორმაციას, რადგან საქართველოში პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილების ასახვა მათი მხრიდან საკუთარი მარცხის აღიარებას ნიშნავს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაზა მარიდაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ეს დამოკიდებულება მხოლოდ გერმანიის მხრიდან არ იგრძნობა — ეს, ზოგადად, ბრიუსელის საერთო დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებით რაც გააკეთა, სერიოზულ კითხვებს აჩენს. ეს გადაწყვეტილება სუსტი და დაუსაბუთებელი არგუმენტებით იყო გამყარებული — თითქოს აღნიშნული მედიასაშუალებები უკრაინასთან დაკავშირებულ პროცესებზე გავლენას ახდენდნენ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ პრინციპულად არ აახლებენ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, რადგან საქართველოში პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილების ასახვა მათი მხრიდან საკუთარი მარცხის აღიარებას ნიშნავს.

მათი ეს ქმედება გარკვეულწილად ჰგავს იმ რეზოლუციებს, რომლებიც რუსეთთან მიმართებით სანქციების დაწესებას ეხება. რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის წარმოადგენდა სერიოზულ რისკებს, მათ შორის კონფლიქტში ჩათრევის საფრთხეს. ამ ფონზე, წინააღმდეგობრივად და არადამაჯერებლად ჟღერს მათი საუბარი იმაზე, რომ ისინი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავენ“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.