„ვნახოთ, ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა. თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებური ევროკავშირი დაბრუნდება, ისეთი, როგორიც იყო“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა.
„დიდ ქვეყანაზე ასეთი ზეწოლა არ იქნებოდა ევრობიუროკრატიის მხრიდან, როგორიც ჩვენს ქვეყანაზეა. მოგეხსენებათ, საქართველოზე 2022 წლიდან დაიწყო ეს გაუგონარი ზეწოლა, მანამდე ეს არ ხდებოდა და ანუ ერთ დღეში შევიცვალეთ ?მე ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება, თუმცა მთლიანად არ მოისპობა.
საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა სულ იქნება, რადგან ყველას ურჩევნია, რომ აქ მარიონეტი ჰყავდეს, ვიდრე ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეუბნება, რომ დაფიქრდება მათ მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ საკითხზე. ვნახოთ, ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა.
თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებური ევროკავშირი დაბრუნდება, ისეთი, როგორიც იყო. იქ უმთავრესი არის ინტეგრაცია ისე წარიმართოს, რომ ქვეყნებისთვის ეს პროცესი იყოს ადვილი. ნამდვილად ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ბაზარი ჯობია პატარა ბაზარს. ამ იდეით შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და ახლა ცოტა სხვა მიმართულებით გადაუხვიეს. მე ვფიქრობ, რომ თუ მათ თავიანთი ეკონომიკები აინტერესებთ მაშინ უნდა შეიცვალოს, პოლიტიკაც ეგაა – გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები“,-აღნიშნა სეფაშვილმა.


