“ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა”, – წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
“ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ. დარჩა კორუმპირებულ და ღარიბ ქვეყნად – მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობით.
კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას და რუსული გავლენებისგან თავისუფლებას და რამდენად აცდენილია რეალობას ის მიდგომა, რომელიც პანაცეად წარმოაჩენს წევრობას“, – წერს დობორჯგინიძე.


