პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს მეუფეების – იაკობისა და გიორგის მთავრობისადმი მიმართვაზე, რომ პაპზე დიდი კათოლიკეები ნუ იქნებიან და ნუ ჩაერევიან პატრიარქის არჩევნებში და მისი აზრით, რატომ დასჭირდათ მსგავსი განცხადების გაკეთება ქადაგებისას სასულიერო პირებს.
„სრულად ვიზიარებ მეუფე იაკობისა და მეუფე გიორგის განცხადებების სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს. პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია. ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის რიგი პარტიების, მათ შორის, ტელევიზიებიდან არის კამპანიები კონკრეტული მეუფეებისა და გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამ საკითხზე ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, რომ აირჩიოს პატრიარქი. შესაბამისად, ზუსტად ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


