ნინო ფოჩხუა დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატის შესახებ: „სახელმწიფომ არ უნდა გარისკოს მედიკამენტის შეძენა, რომლის ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ბევრი შემთხვევა ლეტალურადაც დასრულდა“

17

„მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი მედიკამენტი იქმნება, რომელიც აუცილებლად ხანგრძლივ კვლევებში ჯდება. გამორიცხულია, წამალი დარეგისტრირდეს კვლევების გარეშე. ისიც ვიცით, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები შედიან სხვადასხვა ქვეყანაში და, დიდი ფულის სანაცვლოდ, გამოსაცდელ მედიკამენტს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ცდიან“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„ეს არის წამლების მაფია და რა გასაკვირია, რომ გამწარებული მშობელი დაარწმუნო შენს სასარგებლოდ. ასე იყო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, – მთავრობა ბრმად დათანხმდა მედიკამენტის შეძენას, შედეგი კი არ არის. რეალურად, მილიონები გადაიყარა წყალში.

კუნთოვანი ატროფიის შემთხვევაში, კვლევაც კი არ არსებობს, რომ მედიკამენტი, რომელსაც ითხოვენ მშობლები (არადა, მე მათი ძალიან კარგად მესმის – არ ვიცი, მე როგორ მოვიქცეოდი), შველის კუნთოვან ატროფიას, ის კი არა და, ბევრჯერ წამალმა სიკვდილიც კი გამოიწვია, ამიტომ მე მგონია, რომ სახელმწიფომ არ უნდა გარისკოს მედიკამენტის შეძენა, რომლის ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ბევრი შემთხვევა ლეტალურადაც დასრულდა“, – წერს ფოჩხუა.