ბათუმის მერია გაბათუმის მერია: “26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყლის მილი, პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს”ნცხადებას ავრცელებს

29

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.

„26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა 355 მმ დიამეტრის მილი. წყლის ამოხეთქვის შედეგად, დაზიანების ადგილზე მიწის მასა ჩაიშალა, რამაც იქ მდგომი ავტომობილის ჩავარდნა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების შედეგად წყალმომარაგება არ შეზღუდულა.

პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია არ მოიცავდა წყალმომარაგების მილების განახლებას. დაზიანების გამომწვევ საბოლოო მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.