საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რომლის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი. ხუნდაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია:
„როგორც ვხედავთ, ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. უნგრეთის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს. ეს იქნება ჩვენთვის სიგნალი – მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. საკითხები, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ კომპრომისი ვერ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


