მიხეილ ყაველაშვილი: „უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“

14

„ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეჯამებისას.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები.

„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში იმყოფება.