„ეს არის წარმოუდგენლად იაფფასიანი, უნიჭო სცენარი, რომ თითქოს კიდევ ერთხელ გაერთიანებული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ემიჯნება სააკაშვილს. ეს იგივეა, რომ სააკაშვილი გაემიჯნოს სააკაშვილს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ იაფფასიანი ტრიუკით ვერავის მოატყუებენ, ეს ზღაპარი სააკაშვილს შეუძლია სხვა ვინმეს მოუყვეს. ეს სცენარი სრულდება სწორედ მისი მონაწილეობით, ანუ ორივე მხარე მონაწილეობს – სააკაშვილი და მისი დამქაშები, ეს მორიგ ჯერზე ძალით „შეწებებული“ ალიანსი.
ეს არის ძალიან პრიმიტიული სვლა, რომელიც პირველივე ნაბიჯზე ძალიან მარტივად გაიშიფრა, იმიტომ რომ ეს ხალხი ახლა არ გაგვიცნია და ყველა უბედურებასთან ერთად, უნიჭოებიც არიან.
ასე რომ ეს დაშლაც, გაერთიანებაც და მიშას გამიჯნვა მიშასგან, თავშივე აბსურდული და მკვდრადშობილი იდეაა“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


