ირაკლი კობახიძე: „ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციის მოწყობა, არ ცხრება. ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად. არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას“

15

„გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას.
ოპოზიციას რომ უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა, როგორც არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, არ გამოუვათ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.