„ოპოზიციის მორიგი ე.წ. გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის, ალბათ, მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი?“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.


