პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შესახებ – „რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება”.
„მისი ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, რეალურად კი, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე და, რაც მთავარია, მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა იმისათვის, რომ გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობაში აგრესია, პოლარიზაცია და დაპირისპირება მმართველი ხელისუფლების მიმართ. პირველ რიგში, ეს დაპირისპირება ემსახურება იმას, რომ საქართველოში წარმოიქმნას არეულობა და მარიონეტული ხელისუფლებით ჩაანაცვლონ ამჟამინდელი ხელისუფლება, რათა შესრულდეს გარკვეული გლობალური ძალების ის მიზნები და ინტერესები, რომელიც ქართველი ხალხის ინტერსებს არ ემთხვევა”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


