ირაკლი კობახიძე: “სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით”

15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.

„შევხვდი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს.

განვიხილეთ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პრემიერი სოციალურ ქსელ “X-ში”.