გიორგი ქაჯაია პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: „საზოგადოების მოთხოვნაც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ანასხლეტები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ასპარეზს და პასუხი აგონ იმ ქმედებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი“

18

„საზოგადოების მოთხოვნაც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ანასხლეტები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ასპარეზს და პასუხი აგონ იმ ქმედებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი, ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია. ასეთი ოპოზიციის არსებობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის აუცილებელია, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია რეალური, პასუხისმგებლიანი და პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის არსებობა. ამავე დროს, ის პარტიები და პირები, რომლებიც ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის დაგმობით გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალურად ამას ვერ მოახერხებენ – მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. მიზეზი მარტივია: ეს ადამიანები საზოგადოებაში აღიქმებიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელება და ფაქტობრივი ფილიალები.

ჩნდება კითხვა – რა უნდა გააკეთოს ახლა ისეთი ნიკა გვარამიამ, რომელიც იყო ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შემოქმედი და პარტიის მნიშვნელოვანი იდეოლოგი, რომ ქართველ ხალხს დაავიწყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ?“ – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.