„რა შეიძლება ეწოდოს ჰერჩინსკის ამ განცხადებას, თუ არა კიდევ ერთი „გადაგდებული მაშველი რგოლი“ იმ ექსტრემისტული ჯგუფების მისამართით, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„ევროკავშირის ელჩის განცხადება შემაშფოთებელია. იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს ევროინტეგრაციაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს ერთმანეთთან დააახლოებს, იგი გვესაუბრება წარსულზე – სამოქალაქო ომზე, სიდუხჭირეზე და მსგავს თემებზე.
ამ ადამიანმა ვერ მოახერხა თვითდამკვიდრება და იმ საკვანძო როლის შესრულება, რაც ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, ვერ ჩამოყალიბდა იმ ფიგურად, რომელიც ამ ურთიერთობებში დამაკავშირებელ და გამაძლიერებელ ფუნქციას შეასრულებდა.
როდესაც იგი საუბრობს სამოქალაქო ომსა და არეულობაზე, ავიწყდება, რომ ხალხი არჩევნებზე დადის და არა ბარიკადებზე. როცა საუბარია სხვადასხვა დესტაბილიზაციის სცენარზე, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა არჩევანი გააკეთა სტაბილურობაზე, სიმშვიდესა და განვითარებაზე.
ვერავის მიერ დაწერილი სცენარებით ქართველი საზოგადოება ვერ იმოქმედებს, იმიტომ, რომ პოლიტიკურად გაიზარდა, იმიტომ, რომ მშვიდობის ფასი ვიცით. 90-იანი წლები, აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი – სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ ანალიზი და არჩევანს მშვიდობასა და განვითარებაზე აკეთებს.
რა შეიძლება ეწოდოს ჰერჩინსკის ამ განცხადებას, თუ არა კიდევ ერთი „გადაგდებული მაშველი რგოლი“ იმ ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ, რომლებიც მუდმივად მზად არიან ქვეყანაში არეულობისა დესტაბილიზაციის მოსაწყობად“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


