“ჩემს ზოგიერთ კოლეგას, შესაძლოა, მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს, რომ უნგრეთის არჩევნები უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირება იყო“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
„პეტერ მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება“, – აცხადებს დონალდ ტუსკი.


