ფრიდრიხ მერცი: “ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება შეუძლებელია”

18

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ კვიპროსში გამართულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს.

„ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება შეუძლებელია. თუმცა მე შევთავაზე, რომ ახლა დავიწყოთ პროცესი, რომელიც მოიცავს უკრაინის გაწევრიანებისთვის მომზადების სტრატეგიას“, – განაცხადა მერცმა.