„ამ ტრენინგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა, მათივე ხედვით, რევოლუცია, ქაოსი, არეულობა და, ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი დაპირისპირებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ლადო ბოჟაძემ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიციის ძველი ტრენერი აკერმანი მალევე გარდაიცვალა და მისი გეგმების განხორციელება ვერ მოახერხეს, ამიტომ ახალი ინსტრუქტაჟი მიიღეს და ახალი ტრენერი გამოუგზავნეს, რათა კიდევ ერთხელ დაგეგმონ და განიხილონ, რა შეიძლება დაუშავონ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს.
მანამდეც იყო მცდელობები, თითქოს ეს ყველაფერი სამოქალაქო აქტივიზმის ტრენინგებს წარმოადგენდა, მათ შორის „გირჩის“, ზურა ჯაფარიძის მონაწილეობით. მაშინ თავად დაადასტურა, რომ ახალგაზრდებს, სხვა საკითხებთან ერთად, იარაღის დაშლა-აწყობასაც ასწავლიდნენ. აღარაფერს ვამბობ იმ მოვლენებზე, რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინააღმდეგ განხორციელდა – ფოიერვერკები, მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა მსგავსი ქმედებები. საუბარი იყო მძიმე ტექნიკის გამოყენებაზეც, ასევე იმაზე, თუ როგორ მიეყენებინათ ზიანი არა მხოლოდ შენობისთვის, არამედ სამართალდამცავებისთვისაც. წარმოიდგინეთ ადამიანი ადამიანს რომ გაიმეტებს ცოცხლად დასაწვავად, რაზე არიან წამსვლელები ესენი რეალურად.
ნებისმიერი მსგავსი ტრენინგი, დაფინანსება თუ ინსტრუქტაჟი საბოლოო ჯამში შედეგს ვერ მოიტანს, რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი სცენარების რეალიზება არ დაუშვას.
ნებისმიერი მსგავსი მცდელობა — იქნება ეს ტრენინგი, დაფინანსება თუ ინსტრუქტაჟი — უშედეგოდ დასრულდება, რადგან ისეთ სცენარებს, როგორსაც ისინი საქართველოსთვის განიხილავენ, განხორციელება არ უწერია.


