„მან, როგორც დიპლომატმა, საკუთარი თავი მოიჭრა და დაისამარა. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, თუმცა აშკარაა, რომ ეს თვისება მას არ გააჩნია“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„როდესაც დიპლომატი ასე იქცევა, ის არა მხოლოდ მასპინძელ ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საკუთარ სახელმწიფოსა და ხალხსაც, რადგან უცხო ქვეყანაში სწორედ მისი ქვეყნის სახეს წარმოადგენს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შემთხვევა არც პირველი არის და არც მეორე — მსგავსი მაგალითები არაერთხელ გვინახავს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


