„ის იდეა, რაზეც ევროკავშირი შეიქმნა, დღეს მნიშვნელოვნად არის გადახრილი საწყისი მიზნებიდან და შეიძლება ითქვას, რომ ეს კავშირი უკვე თანამედროვე საბჭოთა კავშირად იქცა“ – გოგა ხაინდრავა

16

„ის იდეა, რაზეც ევროკავშირი შეიქმნა, დღეს მნიშვნელოვნად არის გადახრილი საწყისი მიზნებიდან და შეიძლება ითქვას, რომ ეს კავშირი უკვე თანამედროვე საბჭოთა კავშირად იქცა“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდარავმ დანაცხადა.

„ლიბერალურმა მსოფლიომ სრული კრახი განიცადა — ეს ეხება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ევროკავშირსაც. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, არასდროს ვგულისხმობ ევროპელ ხალხს; საუბარია ე.წ. ევრობიუროკრატიაზე და იმ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელმაც, ჩემი შეფასებით, გადააგვარა იქაურობა, რადგან თავად იდეა, რაზეც ევროკავშირი შეიქმნა, ეფუძნებოდა თანამშრომლობასა და ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა დღეს, ეს მოდელი მნიშვნელოვნად არის გადახრილი საწყისი მიზნებიდან და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საბჭოთა კავშირად იქცა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.