დონალდ ტრამპი: „გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება“

15

„გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება“, – განუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „Fox News-ს“ სატელეფონო ინტერვიუში.

„ეჭვმიტანილი დარბაზში „ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორბენალივით“ შეიჭრა, თუმცა ოფიცრებმა ის გააჩერეს. საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესანიშნავად იმუშავეს.

მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ ხარ, გაცილებით მეტ საფრთხეში ხარ, ვიდრე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ არ ხარ“, – განაცხადა ტრამპმა.