დავით ქართველიშვილი: „უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ იქმნება არა სამინისტრო, არამედ სპეციალური თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრი – ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცველ უწყებას“

15

„უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ იქმნება არა სამინისტრო, არამედ სპეციალური თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრი – ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცველ უწყებას“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება”.

„შესაბამისად, მის ქვემოთ მენეჯმენტს მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა რაღაც თორმეტკაციანი აპარატი.
ეს ძალით გახარებული გახარიები განსაკუთრებული ჩლუნგები არიან – აი, დაახლოებით, მერაბ მეტრეველის დონის“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.