„ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვემსახურო მშობლიურ აჭარას, ჩემს მოსახლეობას“ – ზურაბ პატარაძე

13

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ. ამ პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. დღეს კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ჩატარდა, დეპუტატებმა კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს.

ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2016-2018 წლებში უკვე იყო.

“მომეცა საშუალება, მესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება, დაგეგმილია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ტურისტული სეზონი, ეკონომიკა, განვითარება, სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურა – ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას. რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კუთხის საკეთილდღეოდ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვემსახურო მშობლიურ აჭარას, ჩემს მოსახლეობას და ერთად მივხედოთ ჩვენს ულამაზეს აჭარას,” – აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე.