“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიმართ და 2026 წლის 4 მარტის ვერბალურ ნოტაზე N 01/6865 დამატებით, კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსთვის გაგზავნილ ნოტაში.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, ხოლო 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი”, – ნათქვამია ნოტაში.



