მაია სანდუ: „რუმინეთთან შეერთებამ მოლდოვას, შესაძლოა, ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს“

17

„მოლდოვის რუმინეთთან შეერთებამ, შეიძლება, ქვეყანას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატიულ გზებზე. მაია სანდუმ არ გამორიცხა მოლდოვის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არაღიარებული „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ გარეშე.

„ეს შესაძლო გამოსავალია“, – აღნიშნა სანდუმ.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ ოცნება, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენის სტრატეგიაა.