ირაკლი კობახიძე: „ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“

12

„ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.