გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ მესამემ ვაშინგტონში გამართული სახელმწიფო ვახშმის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.
„ბატონო პრეზიდენტო, ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ არა შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები დღეს გერმანულ ენაზე ილაპარაკებდნენ. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ არა ჩვენ, თქვენ დღეს ფრანგულად ისაუბრებდით“, – თქვა ჩარლზ მესამემ.
აღნიშნულმა სიტყვებმა ტრამპის სიცილი და დარბაზში მყოფთა ოვაციები გამოიწვია.


