„ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, მათ შორის, არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


