სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ქუთაისელებთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„ჩერგოლეიშვილმა ქუთაისში ახალი პოლიტიკური ჟანრი დაამკვიდრა – „როგორ არ უნდა უპასუხო ელემენტარულ კითხვას“. 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და იქაც შოუ დადგა: ერთი უწყინარი კითხვა დაუსვეს – რატომ ლანძღავდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს და დაიწყო ტანტრუმების სრული პერფორმანსი.
ტანტრუმები გაგრძელდა ქუთაისის უწყვეტ აქციაზე. იგივე კითხვა აქციაზეც დაუსვეს და იქაც იგივე „გენიალური“ პასუხი: ნერვების აფეთქება და სცენის მოწყობა დაიწყო.
ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, რომ დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი?
მართლა საინტერესო სტრატეგიაა, ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა და ასე უნდა შეიცვალოს ქვეყანა.
ასე გააგრძელეთ, მართლა… კიდევ ცოტა და „გადაგვარჩენთ“, – წერს ფანქველაშვილი.


