შალვა პაპუაშვილი: „ოპოზიციას რამდენჯერაც შეაქებს ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან. ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“

12

„ოპოზიციას ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, როგორც სტილი, ჩამოყალიბებული აქვს სალონური საუბრები. მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, მათთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა, შეატყობინონ თავიანთ დამფინანსებლებს, თითქოს შეხვედრა ჰქონდათ. ამიტომაც არ უნდათ სხვების ყოფნა, რათა მერე შეძლონ გაბევრება შეხვედრაზე მყოფი ადამიანების“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან ქართულ რეალობას და ჰგონიათ, რომ ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა, პირიქით არის: რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ, დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, როცა საბჭოთა კავშირი დავტოვეთ არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით. ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.