“ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„შესაბამისად, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება”, – აღნიშნა პრემიერმა.


