გია აბაშიძე: “შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „TV პირველი“, რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტიქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებს პრემიერ კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“

11

“შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელესაპირფარეშო („TV პირველი“), რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტიქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებს პრემიერ კობახიძესა და „ქართულ ოცნებას”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.

„საზოგადოება დიდი ხანია, მოითხოვს, რომ ცილისმწამებელ პროპაგანდისტებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხები. მხოლოდ “naming & shaming” (მხილება და გაკიცხვა) არაა საკმარისი გათავხედებული „ნაცასპიტების“ წინააღმდეგ. საბოტაჟური ტელემაუწყებლობა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად სანქცირებული.

ირაკლი კობახიძემ როცა ისაუბრა კვერცხისა და ღორის ხორცის შედარებით დაბალ ფასებზე, მიზანმიმართულად არ გაუკეთა რეკლამა სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯს“ და სხვაგან არსებულ ფასდაკლებებს. მაგრამ ნაცჩლუნგისტანში ამას არ იმჩნევენ, რადგან ფასებით კი არა, ადამიანების ჯანმრთელობითა და სიცოცხლითაც სპეკულირებენ“, – წერს აბაშიძე.