პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.