„Financial Times-ი“: „რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“

20

უკრაინული პრესა ბრიტანულ გამოცემა „Financial Times-ზე“ დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობა, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის.

“ევროკავშირის ლიდერების უარმა უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე, იმედგაცრუება გამოიწვია კიევში და ზელენსკის ადმინისტრაციის მზარდი ევროსკეპტიკური რიტორიკა ძირს უთხრის კომპრომისის პოვნის მცდელობებს“, – აღნიშნავს გამოცემა.

ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთმა და გერმანიამ შესთავაზეს ეტაპობრივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მიიღებს „სიმბოლურ“ შეღავათებს და ევროკავშირის მექანიზმებზე თანდათანობით წვდომას რეფორმების ეტაპების განხორციელების სანაცვლოდ. ოფიციალური პირების თქმით, ეს ნიშნავს სრულ წევრობამდე, სულ მცირე, ათი წლის გასვლას.