“აზერბაიჯანის პარლამენტმა, მილი მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ევროპარლამენტთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეჩერების შესახებ”, – იუწყება „Azernews-ი“.
„Azernews-ის“ ცნობით, გადაწყვეტილება დამტკიცდა პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ საკითხის განსახილველად სპეციალური კომისია შეიქმნა.
ვიცე-სპიკერმა ზიაფატ ასგაროვმა კანონმდებლებს გადაწყვეტილების ტექსტი წარუდგინა.
მიღებული რეზოლუციის თანახმად, მილი მეჯლისი შეაჩერებს ევროპარლამენტთან ყველა სახის თანამშრომლობას. გარდა ამისა, პარლამენტი დაიწყებს პროცედურებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.
განხილვების შემდეგ, გადაწყვეტილების პროექტი კენჭისყრაზე გავიდა და პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.


