გია აბაშიძე რადიკალებზე: „რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ეს ბრიყვები და შლეგები, მით უკეთესია – მით უფრო ნათლად გამოჩნდება, სად არის სიმართლე, ჭეშმარიტება და სამართლიანობა“

17

„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ეს ბრიყვები და შლეგები, მით უკეთესია – მით უფრო ნათლად გამოჩნდება, სად არის სიმართლე, ჭეშმარიტება და სამართლიანობა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ რადიკალებზე საუბრისას განაცხადა.

„ვხედავთ, როგორ დაარბენინებს სააკაშვილი წინ და უკან საკუთარ ადვოკატებს – ისინი გამოდიან ციხიდან, ტვირთავენ მის წერილებს ფეისბუქზე, სადაც ისეთ სიბრიყვეებს წერს, რომ სრულიად მოწყვეტილია რეალობას.

საკითხავია ისიც, არის კი სააკაშვილი კვლავ ბელადი საკუთარ სექტაში? იქ უკვე მრავალბელადიანობა ჩამოყალიბდა — ერთმანეთს ლანძღავენ. ამ ყველაფერს თავად სააკაშვილი უდგას სათავეში, თუმცა მის მარიონეტებსაც კი ყელში ამოუვიდათ უკვე მისი სიგიჟეები და სიშლეგეები. სრული ქაოსია: აქვთ თუ არა ალიანსი – არავინ იცის, და, დიდი ალბათობით, არც ექნებათ. ან რა ალიანსი უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ? საერთოდ, რა უნდათ ასეთ ადამიანებს ხელისუფლებაში?

ახლა ახალი გზა აირჩიეს – ეკლესიაზე შეტევა, ნეოტროცკისტული სტილის საუკეთესო მაგალითების მსგავსად. მიაღწევენ რამეს? – ვერაფერს.

რასაც სააკაშვილი ამბობს, მისი ბრმა მიმდევრები -„მიშმადიდებლები“ და სხვები – ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ კარგად გვახსოვს გლდანის ეკლესიის შემთხვევა, ასევე აჭარაში დანგრეული მშენებარე ტაძარი და სხვა ფაქტები. ვერაფერს მიაღწევენ – ილაპარაკონ, ისისინონ, იყიყინონ – მათ ქმედებებს სხვას ვერაფერს დავარქმევ.

ილაპარაკონ ტვ პირველზე, ან იგივე „გოიმკანალზე“, როგორც მე ვუწოდებ, ან ფორმულაზე – ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იყიყინონ, ისისინონ, იბაქიბუქონ – მაინც ვერაფერს მიაღწევენ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.