გია აბაშიძე ახლო აღმოსავლეთის ესკალაციაზე: „ის წარმოდგენა, რომ ვინმეს შეუძლია 93-მილიონიანი ირანის განადგურება, უფრო პოლიტიკური ილუზიაა, ვიდრე რეალისტური სცენარი – ასეთი მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია“

21

„ის წარმოდგენა, რომ ვინმეს შეუძლია 93-მილიონიანი ირანის განადგურება, უფრო პოლიტიკური ილუზიაა, ვიდრე რეალისტური სცენარი – ასეთი მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც რობერტ ფიცომ განაცხადა, ენერგეტიკული ფასები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა განწყობით გაიღვიძებს დონალდ ტრამპი. ფიცოს კრიტიკა ამ კონტექსტში შეეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები უკვე დიდი ხანია ეფექტურად აღარ მუშაობენ, არც ევროკავშირი, არც გაეროსა და ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც ხშირად მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე რჩება.

იმ რეალობიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვხედავთ, ამას ღრმა პოლიტიკური ანალიზიც კი აღარ სჭირდება – ფაქტია, რომ როდესაც ასეთი მასშტაბის ფინანსურ-ეკონომიკური წნეხია, ეს უარყოფით გავლენას ახდენს როგორც აშშ-ზე, ისე ევროპაზე და ფართო რეგიონებზეც, მათ შორის ჩვენზეც.

ის წარმოდგენა, რომ თითქოს ვინმეს შეუძლია 93-მილიონიანი ირანის განადგურება, უფრო პოლიტიკური ილუზიაა, ვიდრე რეალისტური სცენარი – ასეთი მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამასთან, ყურადღებას იმსახურებს გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკური აქტორების განცხადებებიც, სადაც ისინი სვამენ კითხვას – „ხომ არ იცვლება ტრამპის პოლიტიკის პრიორიტეტები და ხომ არ იკვეთება მიდგომა „ნეთანიაჰუ უწინარესად“ ნაცვლად „ამერიკა უწინარესისად“?

ასეთი ტენდენციები და განსაკუთრებით შიდა პოლიტიკური ბზარების გაჩენა ერთიან პოლიტიკურ გუნდში უკვე სერიოზული ანალიზის საგანია – როგორც დონალდ ტრამპისთვის, ისე მისი ახლო გარემოცვისთვის, რადგან ფაქტია, რომ სამხედრო გზით მიზანს ვერ აღწევენ, ფინანსურ-ეკონომიკურად უკან და უკან მიდის მთელ სამყაროში ვითარება და საშინელი პროგნოზები დაიდო“, – განაცხადა გია აბაშიძემ.