გია აბაშიძე ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაზე: „იდეალურ შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის გახსნა ნავთობის მიწოდებას გაზრდის, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობა და იმ ჩიხიდან გამოსვლა, რაც სრუტის ბლოკირებამ შექმნა“

17

„იდეალურ შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის გახსნა ნავთობის მიწოდებას გაზრდის, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობა და იმ ჩიხიდან გამოსვლა, რაც სრუტის ბლოკირებამ შექმნა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„არაბთა გაერთიანებული საამიროებს, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საკუთარი ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტერესები. ბოლო წლებში მან დაახლოებით 150 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ნავთობის მოპოვების ინფრასტრუქტურაში, თუმცა გარკვეულწილად ხელფეხშეკრული იყო ამ სანავთობო კარტელის – ოპეკის რეგულაციებით, სადაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არიან გაერთიანებული.

დღეს ორგანიზაციაში წევრების რაოდენობა შემცირებულია და, არსებული კვოტების მიხედვით, საამიროებს დღეში დაახლოებით 3.5 მილიონი ბარელის მოპოვება ევალება, მაშინ როცა მათ აქვთ ამბიცია და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ეს მაჩვენებელი 5 მილიონ ბარელამდე გაზარდონ.

ამ ფონზე ყურის ქვეყნებს საერთო პრობლემა უჩნდებათ – როგორ მოახდინონ ნავთობის ექსპორტი. ბენზინმზიდებით გადაზიდვა ძვირია, ხოლო პირდაპირი ნავთობსადენები არაა. იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება და გადაადგილება თავისუფალი იქნება, მიწოდება გაიზრდება და ფასები დაიწევს, რადგან შეძლებენ იმდენი ნავთობის წარმოებას, რამდენიც რეალურად შეუძლიათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს ათწლეულებში, სპეციალისტების შეფასებით, ნავთობზე დამოკიდებულება ნაწილობრივ მაინც ჩანაცვლდება განახლებადი ენერგიებით. სწორედ ამიტომ, საამიროებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება – რაში სჭირდებათ ნავთობი თუკი ვერ დაცალეს და რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მთავარ კონკურენტზე, საუდის არაბეთზე, რომელიც ოპეკში ერთგვარ ბატონ-პატრონს წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საამიროების გადაწყვეტილებაც ამ ლოგიკაში ჯდება. სხვა წევრი ქვეყნები ყურადღებით დააკვირდებიან, რა შედეგს მოიტანს ჰორმუზის სრუტის შესაძლო გახსნა და როგორ იხეირებს ამით სამიროები.

იდეალურ შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის გახსნა გამოიწვევს ფასების შემცირებას – როგორც რუსეთი, ისე სხვა მწარმოებელი ქვეყნებიც იძულებული იქნებიან ფასები დაწიონ და დაჰყვნენ ნავთობის ბაზარზე დაღმავალი ფასების ტენდენციას. თუმცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობა და იმ ჩიხიდან გამოსვლა, რაც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ შექმნა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.