ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე: „ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს და კონტაქტებს, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ დიალოგის გაგრძელება პოზიტიური მიმართულებით შესაძლებელია და ურთიერთობის ხარისხის აღდგენა და გაუმჯობესებაც რეალურია“

14

„ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს და კონტაქტებს, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ დიალოგის გაგრძელება პოზიტიური მიმართულებით შესაძლებელია და ურთიერთობის ხარისხის აღდგენა და გაუმჯობესებაც რეალურია“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერჯერობით წონასწორობას ვინარჩუნებთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენზე ზეწოლა აღარ არის. გვახსოვს, რომ ადრე ეს ზეწოლა არსებობდა — ყოველდღიურად კეთდებოდა განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ისმებოდა წინასწარ შეკვეთილი კითხვები და მზადდებოდა შესაბამისი პასუხები.

დღეს ეს პრაქტიკა მოხსნილია. პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ პოზიტიურ სიგნალს – არსებობს პოზიტიური კონტაქტებიც, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ დიალოგის გაგრძელება პოზიტიური მიმართულებით შესაძლებელია და ურთიერთობის ხარისხის აღდგენა და გაუმჯობესებაც რეალურია.

ამის მოლოდინი, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით, ნამდვილად არსებობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები — ეს ცოცხალი პროცესია და დრო გვიჩვენებს, რა მიმართულებას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.